20:25 - 11 Nov, 2026
|
2019-11-15 12:04:44, 1438 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს განცხადება - კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია
საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა წუხილი გამოხატეს. ისინი მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდს შესაძლებლობების განხილვისაკენ მოუწოდებენ, რომლითაც კონსტიტუციაში შესწორებები არჩევნებამდე აისახება. „ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება გახლდათ და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)