|
2019-11-15 11:20:10, 1111 ნახვა
პოლიტიკა
საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ლატვიაში შეხვედრები გამართა
ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციასა და პენიტენციური სამსახურის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, ასევე, მედიატორთა ასოციაციისა და ალიმენტის საგარანტიო ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა. ქართულმა დელეგაციამ ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მოისმინა გადახდისუუნარობის ადგილობრივი მოდელის წარმატებებისა და ხარვეზების შესახებ, რაც ქართული მხარისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმის პარლამენტში წარდგენამდე. ლატვიაში გადახდისუუნარობის პროცესსა და შესაბამის ელექტრონულ სისტემას იუსტიციის სამინისტრო, სასამართლოები და სასამართლო ადმინისტრაცია ერთობლივად მართავენ, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სერტიფიცირება და მისი საქმიანობის კონტროლი კი, იუსტიციის სამინისტროს ფუნქციაა. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მედიაციაზე როგორც კომერციული და სხვა დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმზე. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ბიზნეს- და საარბიტრაჟო ჰაბად და განაგრძობს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ამ მიზნისაკენ. განსაკუთრებით საინტერესო ქართული დელეგაციისთვის ალიმენტის საგარანტიო ფონდის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა იყო. ამ ფონდის ადმინისტრაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და მის დაარსებას საფუძვლად ბავშვის ინტერესების დაცვა უდევს − სახელმწიფო ალიმენტის გადახდაში ეხმარება მშობელს, რომელსაც დროებითი პრობლემები შეექმნა ფინანსური კუთხით. პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის მიზანი ბავშვების ინტერესის დაცვაა. ნარკოლოგიურ პენიტენციურ დაწესებულებაში ლატვიელმა პატიმრებმა ქართულ დელეგაციას სიურპრიზად საქართველოს ხელნაკეთი დროშა დაახვედრეს. ქართული მხარე გაეცნო ლატვიის პენიტენციურ სისტემაში დანაშაულის პრევენციისა და პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების და, მათ შორის, ლატვიის, გამოცდილება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი, დღეს, როდესაც ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობებისა და მსჯავრდებულთა მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ლატვიაში დღეს დასრულდა.
(NS)
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)