|
2019-11-14 22:20:42, 1800 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - მივმართავ მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და საქართველოში მიმდინარე პროცესზე გავლენა მოახდინეთ
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას უცხო ქვეყნის მეგობარ პრეზიდენტებს მიმართა, საკუთარი კავშირები გამოიყენონ და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინონ. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველო, რომელიც დასავლელ მეგობრებს ძალიან მოსწონდათ, საფრთხის წინაშეა. „მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ ასე მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ცხოვრების წესად იქცა. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)