11:20 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 21:35:41, 1738 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

მან სიტყვით გამოსვლისას ყველა მის მეგობარს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს ბრძოლა არა პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ რიგითი მოქალაქეების უფლებებს ეხება.

„მივმართავ იმ ადამიანებს ვინც დღეს ტელევიზიებთან არიან. არ არსებობს თავისუფლების მოპოვება თავისუფლების დაცვის გარეშე. ვერცერთი ჩვენგანი ვერ მოიპოვებს ტავისუფლებას თუ თავის წვლილს არ შეიტანს ამ პროცესში. აქ არ უნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს ვინ ახლა გვიყურებს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ იდგნენ აქ, რათა დაიცვან ჩვენი დემოკრატია. სხვაგვარად ეს ქვეყანა არ შედგება. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით მუდმივად ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკურ ინტერესებს, დღეს ბრძოლა ეხება რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებებს. მე მივმართავ ჩემ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ იმ საქართველოს რომელსაც ისინი იცნობდნენ ცდილობდნენ დაუმთავრონ მომავალი. მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს. გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი და კავშირები, რათა ამ პროცესზე გავლენა მოახდინოთ“,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics