11:20 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 17:09:53, 1862 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ამის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ უმრავლესობა არ დაიშლება

თბილისის მერი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

კახა კალაძის თქმით, უმრავლესობა არ დაიშლება და განცხადებები, რაც დეპუტატებმა უმრავლესობის დატოვების შემდეგ გააკეთეს, იყო ცხელ გულზე მიღებული.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება.

 „არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, ოპონენტებს ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდეთ. არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან გასვლასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებებია. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, იქნება შეხვედრები. მეც არ მოველოდი, პირდაპირ გეტყვი ამ გადაწყვეტილებას, საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა," - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics