|
2019-10-03 14:23:27, 1200 ნახვა
საზოგადოება
ნანა ლაბაძე ერთი დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად
სოფელ როკითის სკოლის მოსწავლემ, ნანა ლაბაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ერთი დღით დაიკავა. ნანას, როგორც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებული სკოლის ლიდერს, მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა. სამუშაო დღე სამინისტროში გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც ლევან დავითაშვილმა, ნანა ლაბაძესთან ერთად, ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე ანგარიში მოისმინა. ანგარიშის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტყის აღრიცხვა უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი, აღრიცხვის პროცესი ახმეტაში მიმდინარეობს. „მინისტრებმა“ შეხვედრა გამართეს აკვაკულტურის თემაზეც. შეხვედრაზე საუბარი იყო ახალ კანონპროექტზე და იმ რეგულაციებზე, რომლებზეც სამინისტრო მუშაობს. მინისტრის რანგში, სტუმარმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორია დაათვალიერა. ნანა ლაბაძე, ლევან დავითაშვილთან და სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად, გაეცნო, თუ როგორ ხდება უახლესი მეთოდოლოგიებით ნიადაგის დამუშავება, ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა. „მინისტრები“ სტუმრად იყვნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრშიც, სადაც სასწავლო კურსზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ ტრენინგები მიმდინარეობს. დღის ბოლოს ლევან დავითაშვილმა ნანა ლაბაძეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა, ქართული ღვინის კულტურასა და მევენახეობა-მეღვინეობის 8 ათას წლიან უწყვეტ ისტორიაზე ესაუბრა. „სამუშაო დღე დატვირთული იყო შეხვედრებით. ძალიან საინტერესო იყო მინისტრთან საუბარი; ჩემი მხრიდან, მივაწოდე ინფორმაცია ჩემს რეგიონში არსებულ საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს. მინისტრმა ყურადღებით მომისმინა და მივიღე პირობა, რომ აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხებით და შეეცდება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ამისათვის მადლობა მას. ყველაზე საინტერესო ღვინის მუზეუმის დათვალიერება იყო... შორიდან შეიძლება იფიქრო, რომ მინისტრობა ადვილია, მაგრამ ასე არ ყოფილა; საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა“, - აღნიშნა ნანა ლაბაძემ.
(NS)
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)