|
2026-11-13 01:12:53, 258 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა სენატს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონის 350 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება და განაცხადა, რომ ეს თანხები აუცილებელია ქვეყნის სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად. „მოვუწოდებ სენატის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს 350 მილიარდი დოლარის შერიგების კანონპროექტის განხილვა, რათა ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა მიიღონ გადამწყვეტი უპირატესობა, რომელსაც იმსახურებენ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე. „რესპუბლიკელებმა უნდა დაუჭირონ მხარი ჩვენს ჯარისკაცებს. დემოკრატები ამას არასდროს გააკეთებენ. დრო დადგა“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპის მოწოდება გასულ კვირას ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატებმა მოიპოვეს კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე და იანვარში დაიწყებენ მუშაობას.
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)