10:39 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 10:21:16, 275 ნახვა

მსოფლიო
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი

აშშ-ის ელჩმა ჯარედ კუშნერმა ირლანდიაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან მოკლედ საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რომელშიც აქამდე მხოლოდ რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ, ევროპული ქვეყნებიც იქნებიან წარმოდგენილი.

მოსკოვი ღიად ეწინააღმდეგებოდა ევროპული ქვეყნების მონაწილეობას. ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტთან კრემლში გამართული შეხვედრის საჯარო ნაწილის დროს, კუშნერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩართულობის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ შეთანხმებას ევროპელების გარეშე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - გაიმეორა კუშნერმა გვიან საღამოს, ზელენსკის გვერდით დგომისას, იტყობინება AFP.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics