|
2026-11-13 10:26:27, 246 ნახვა
მსოფლიო
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ჯგუფების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია. „ევროპული პრავდას“ ცნობით, მან ეს განცხადება დუბლინში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აბუ დაბიში გამართულ შეხვედრას „კარგი და პოზიტიური“ უწოდა. მან დასძინა, რომ გარკვეული დადებითი შედეგები იქნა მიღწეული. „ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად“, - თქვა ვიტკოფმა. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ ევროპელების მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა მოახერხა. „შემდეგ ჯერზე ევროპა მოლაპარაკებებში არა მხოლოდ მონაწილედ იქნება წარმოდგენილი, არამედ ცალკე ხმა ექნება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს“, - დასძინა მან. მედიის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სთხოვა წარადგინოს ახალი წინადადება ევროპასთან მომავალი უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს რუსეთის მხრიდან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის იდეები წამოაყენა, რომლის ფარგლებშიც ნატოს წევრ სახელმწიფოებთან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების დადება შესთავაზა.
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)