|
2019-10-02 14:56:24, 994 ნახვა
საზოგადოება
როგორ ავიღოთ ონლაინსესხი?
ონლაინსესხი ბოლო წლებში მყარად დამკვიდრდა ბაზარზე. მომხმარებლებს სესხის მიღება მარტივი პირობებით და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეუძლიათ, რაც მათთვის მისაღები და მიმზიდველია. ონლაინსესხებს დასაწყისში მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაცები გასცემდნენ, ახლა კი მისი აღება ბევრ საფინანსო ორგანიზაციაშია შესაძლებელი, მათ შორის - ბანკებში. ონლაინსესხი, როგორ საბანკო პროდუქტი, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და ახლა სახელმწიფო რეგულაციების ქვეშაა მოქცეული. ეს კი, თავის მხრივ, იცავს როგორც კრედიტის გამცემ ორგანიზაციას, ასევე მიმღებ პირს, თუმცა რეგულაციების გამო ბევრი კომპანია ბაზრიდან გავიდა - მკაცრი წესებით და ღია პირობებით მოქმედება მცირე კომპანიებისთვის არარენტაბელური აღმოჩნდა. ეროვნული ბანკის მოთხოვნით, საკრედიტო ორგანიზაციებმა მსესხებელთა გადახდისუნარიანობა უნდა შეისწავლონ და მხოლოდ ამის საფუძველზე გასცენ სესხი.
„თიბისი კრედიტის“ ონლაინსესხები სესხის მიღება ონლაინ ყველაზე მარტივად და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით TBC Credit-ის ონლაინსესხების პლატფორმაზეა შესაძლებელი. თიბისი ბანკის მიერ შექმნილი სწრაფი სესხების ონლაინპლატფორმა მაღალი სანდოობით და სისწრაფით გამოირჩევა. სეხის მისაღებად საჭიროა დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით შეავსოთ განაცხადი, პასუხს კი დაუყოვნებლივ მიიღებთ. ონლაინპლატფორმაზე ამჟამად ორი სახის სესხი გაიცემა - სასწრაფო და წინასწარ დამტკიცებული მარტივი სესხი. გარდა ამისა, თიბისი კრედიტმა საქართველოში პირველად შესთავაზა მომხმარებელს უკვე არსებული სესხის რეფინანსირება. აღნიშნული სესხები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც საპროცენტო განაკვეთის, ასევე საკრედიტო ლიმიტის მიხედვით, თუმცა ზოგადი პირობებით ონლაინრეჟიმში 100-დან 50 000 ლარამდე სესხის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით, საპროცენტო განაკვეთი კი 21%-დან 37%-მდე მერყეობს. რაც შეეხება წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ეს მონაცემი 25%-სა და 47%-ს შორისაა. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ სესხის მისაღებად?
თიბისი კრედიტის ონლაინპლატფორმიდან სესხის მიღება შეუძლია ყველას, ვინც: • არის 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე • აქვს ერთი აქტიური ანგარიში ან მიმდინარე სესხი თიბისი ბანკში • აქვს სტაბილური შემოსავალი, რისი დადასტურებაც, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო ამონაწერით ან სამუშაო ადგილზე ბანკის წარმომადგენლის ვიზიტით შეუძლია თიბისი კრედიტის ონლაინსესხის მისაღებად თქვენ არ დაგჭირდებათ ბანკის გრძელ რიგში დგომა, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრება, სესხის თავდების ძებნა და სხვა უსიამოვნო პროცედურები. სწრაფი და მარტივი სესხი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
რა უნდა ვიცოდეთ სესხის მიღებამდე? ონლაინსესხის მიღება მართლაც არაა დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, თუმცა მისი მიღების სიმარტივემ არ უნდა დაგვაბნიოს. აუცილებელია კარგად შევისწავლოთ სესხის პირობები და ჩავუღრმავდეთ ყველა დეტალს. სწრაფი სესხებისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მაღალი საპროცენტო განაკვეთია, ამიტომაც კარგად უნდა დავფიქრდეთ სესხის მიზნობრიობაზე, ჩვენს გადახდისუნარიანობაზე, აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი ყოველთვიური შემოსავალის და გასავლის თანაფარდობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივმართოთ სესხისთვის სანდო, ღია და გამჭვირვალე პირობებით მოქმედ საკრედიტო ორგანიზაციას, მაგალითად - თიბისი კრედიტს.
(R)
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)