|
2019-10-02 14:07:24, 820 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება შესაძლოა, გერმანული სტანდარტების მიხედვით მოხდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანული კომპანიის, „კა ტე ქიუ ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების, გერმანული სტანდარტების მიხედვით, შეფასებასა და მათი სერტიფიცირების თემას. საერთაშორისო კომპანიას სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის დანერგვაა. პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მენეჯმენტი კომპანიის პრიორიტეტია. სამედიცინო დაწესებულებები 55 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება და სერტიფიკატებსაც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში იღებენ. კომპანიას 150 ექსპერტი ჰყავს. წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სპეციალისტებს საქართველოშიც გადაამზადებენ. „პროექტი პაციენტის უსაფრთხოების დაცვას და საავადმყოფოების მიმართ ნდობის ამაღლებას ისახავს მიზნად. სერტიფიცირება სავალდებულო არ არის, თუმცა ჩვენი სერტიფიკატი პაციენტებს მისცემს იმის გარანტიას, რომ აღნიშნული დაწესებულება სანდოა და გერმანული სტანდარტების შესაბამისადაა შემოწმებული. იმ შემთხვევაში თუ კლინიკებს სერტიფიკატის აღება სურთ იმ მოთხოვნებს უნდა პასუხობდნენ, რაც ჩვენს კომპანიას გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეტი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთოს სერტიფიცირების პროგრამაში და მოახერხოს ამ პროცედურის გავლა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. პირველ ეტაპზე საქართველოსთვის შეფასების კრიტერიუმების ადაპტაცია მოხდება. პროცესი ეტაპობრივი იქნება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ 2-3 წელიწადში პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი იქნება ჩართული. სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც დაესწრნენ. თამარ გაბუნიას თქმით, ხარისხის სტანდარტების დანერგვა სამედიცინო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას იწყებს. „ჩამოვაყალიბებთ მექანიზმებს რომელიც მოგვცემს საშუალებას უმოკლეს დროში დაიწყოს ამ სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში. თანამშრომლობა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აქტიური ჩართულობით შედგება. სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცერების პროცესში ჩართვა მათივე სურვილის გათვალისწინებით მოხდება. ეს პროექტი თითოეულ კლინიკას მისცემს საშუალებას, უკეთ გააცნობიეროს რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მისი მომსახურება ჩაითვალოს და იყოს მაღალი ხარისხის. გააუმჯობესებს პაციენტის უსაფრთხოებას და მოგვცემს გარანტიას კარგი კლინიკური გამოსავლების მიღებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
(NS)
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)