|
2019-10-02 11:58:04, 827 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება
კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება. მისი თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას თავისი წესი აქვს. შესაბამისად, კონტეინერებში მათი განთავსება სწორედ აღნიშნული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. „გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის დროს მსგავსი ფაქტები გამოავლინა. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც არის და ჯარიმდებიან, თუმცა აქაც გვინდა გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ათმაგი ოდენობის ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, თუ აქამდე დარღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ის 5 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი აქამდე ჯარიმდებოდა 1 000 ლარით და ახლა 10 000 ლარით დაჯარიმდება. „მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც კლინიკებთან განთავსებული ნარჩენების ურნებში სამედიცინო ნარჩენების განთავსება ხდება, რაც სერიოზული პრობლემაა. სამედიცინო ნარჩენების გადაყრას აქვს თავისი წესი და ის არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში. ამაზე შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური მონიტორინგი დაგვჭირდება, რათა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)