|
2019-10-01 16:21:10, 1213 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
ორბელიანის მოედანზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ახალი წესი 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხო. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად. შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება. „დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია. გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, რეგისტრაცია ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში უნდა გაიარონ. „ელექტრომანქანებისთვის ამ მიწისქვეშა სადგომზე პარკირების სპეციალური ადგილებია, სადაც სხვებს დგომის უფლება არ აქვთ . დაყენებულია ელექტროდამტენებიც. პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახურებით, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ, მათი სატრანსპორტო საშუალებები დავარეგისტრიროთ და უფასოდ პარკირების სისტემაში დავამატოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.
(NS)
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
კუშნერი: რუსეთთან შემდეგ მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)