|
2018-06-09 16:46:11, 1136 ნახვა
საზოგადოება
ღუდუშაურში ადასტურებენ, რომ მათთან ცხინვალის რეგიონიდან პაციენტი შეიყვანეს
ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია ადასტურებს, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს. რაც შეეხება კითხვას - იყო თუ არა აღნიშნული პაციენტი ასლან ჯიოევი, გელანტიამ აღნიშნა, რომ მის ვინაობას ვერ დაასახელებს. „კლინიკაში 7 რიცხვში გამთენიისას შემოყვანილია ორგანიზაცია წითელი ჯვრის მიერ პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალა-ფუძის და ქალა-სარქვლის მოტეხილობა. სასწრაფო წესით გაყვანილი იქნა ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში, რის შემდეგაც აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ. შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობიაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ქაცარავას განცხადებით, ჯიოევი ახალგორის ე.წ. მილიციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია, ხაჩიროვი კი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)