22:23 - 11 Nov, 2026
|
2018-06-09 13:20:43, 1014 ნახვა
საზოგადოება
გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 10 სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი გაიგზავნა. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათთან 21 პაციენტია შეყვანილი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე ცოტა ხნის წინ მოხდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები ეკსკურსიაზე გადაყავდათ, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)