|
2018-06-08 15:33:27, 1010 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბარლდებას პასუხობს. როგორც აჭარის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აღნიშნა, საქმე გვაქვს მორიგ უსაფუძვლო ბრალდებასთან. „წყლის სისტემის მოწესრიგება გზებთან და გაზიფიცირებასთან ერთად აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება. ბოლო წლებში ძალიან ბევრ ისეთ სოფელში შეიქმნა წლის სისტემა, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა. აჭარის მუნიციპალიტეტები 300-ზე მეტ სოფელს მოიცავს, მათ შორის რთული რელიეფის მქონე სოფლებს, სადაც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად ხდება წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით შეიქმნა „წყლის სისტემის ალიანსი", რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტი გაერთიანდა და წყლის სისტემის რეფორმის განხორციელებაშია ჩართული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტის მომზადება, რომელსაც გერმანიის განვითარების ბანკი KFW 47 000 000 ევროთი დააფინანსებს. რაც შეეხება მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებულ ხარვეზებს, მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები და ყველა შეუსრულებელი ვალდებულების თუ უხარისხო სამუშაოს შემთხვევაში ხდება შესაბამისი ზომების გატარება", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)