22:23 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 16:05:54, 1151 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ, პროექტი - „არქივის ღია კარი“ განხორციელდება

არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ განხორციელდება პროექტი „არქივის ღია კარი".

ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

8 ივნისს დოკუმენტების საცავებისა და მასში დაცული დოკუმენტების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისათვის მან 7 ივნისს უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარი" წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში.

„არქივის ღია კარისათვის" მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, საგამოფენო პავილიონის დათვალიერებას.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ:: 2105916, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@archives.gov.ge.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics