22:01 - 11 Nov, 2026
|
2018-06-05 11:44:01, 1102 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის III მიკრორაიონში გზისა და სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 110 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ამავე მიკრორაიონში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა, შეკეთდა საბავშვო ატრაქციონების კუთხე, დასასვენებელი სივრცე გამწვანდა, განათდა და შშმ პირთათვის ადაპტირდა. ვაკის რაიონის გამგეობის ჯანსაღი ცვოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სკვერში ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)