22:01 - 11 Nov, 2026
|
2018-06-04 16:00:00, 1136 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდნენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევიდა. სარალიძესთან ერთად პრემიერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი შეხვდებიან. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, შეხვედრას აუცილებლად დაესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახლახო დამცველი ნინო ლომჯარია. აღსანიშნავია, რომ პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ შეუშვეს. თავდაპირველად, სარალიძე აცხადებდა, რომ მათ გარეშე პრემიერს არ შეხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)