|
2018-06-04 15:09:13, 968 ნახვა
საზოგადოება
„ნუ მიყენებენ ულტიმატუმებს!“ - ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს მარტო არ შეხვდება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზ სარალიძე მივიდა. როგორც სარალიძე აცხადებს, ის პრემიერ-მინისტრს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ შეხვედრაზე მის მიერ დასახელებულ პირებსაც შეუშვებენ, მათ შორის შვილმოკლულ მშობლებს და რამდენიმე პოლიტიკოსს. სარალიძემ პრემიერს გადაწყვეტილების მისაღებად 1-საათიანი ვადა მისცა. „ნუ მიყენებენ ულტიმატუმებს. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით უკვე აღარ ვლაპარაკობ. ჩემს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. წავალ სახლში და დავისვენებ, ან ჩავალ აქციაზე და ვიქნები იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სოლიდარობას მიცხადებს. მე მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა აქეთ მიყენებენ ულტიმატუმებს?!“, - განაცხადა სარალიძემ. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი და ანტისამთავრობო აქციის ლიდერი ზვიად კუპრავა. ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციას მყოფ სარალიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე შეხვდა და პრემიერ-მინისტრის წინადადება გააცნო. გიორგი კვირიკაშვილმა მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პოლიტიკოსების გარეშე.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)