|
2018-06-04 14:19:39, 1083 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სტაჟიორები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსს ესტუმრნენ. 15 სტუდენტი ჩინური სათბურების მოწყობის სპეციფიკას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას და ბოსტნეულზე მიმდინარე კვლევებს გაეცნო. ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა აშენებული. კომპლექსი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობის განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომლის საერთო ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)