|
2018-06-03 18:10:09, 1279 ნახვა
საზოგადოება
გაფიცული მემანქანეები კახა კალაძეს შეხვედრას სთხოვენ (ვიდეო)
მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და უვადო შიმშილობა დაიწყეს. მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა, დღეს 15:00-დან გლდანის დეპოში დაიწყეს. მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზება მოხდება. მათივე თქმით, ისინი იმუშავებენ მანამდე, სანამ მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს, რაც მეტროპოლიტენის შიდაგანაწესში მკაცრად არის გაწერილი. ასევე, მემანქანეები, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ მემანქანეები შანტაჟის ენით ელაპარაკებიან არა მერიას, არამედ თბილისის მოსახლეობას. ასევე, მათ თბილისის მერს შეხვედრა სთხოვეს. „არავითარი 1400 ლარი ჩვენ არ გვაქვს. ბატონო კახი მობრძანდით ჩვენთან, დავილაპარაკოთ და აგიხსნით ყველაფერს, რა პირობებში მუსაობს ეს ხალხი. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, თოთქოსდა არ ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ არის ასე. ჩვენ მოსამართლის განჩინებას ვემორჩილებით სრულიად. მემანქანეებს, რომელთაც აეკძალათ სამუშაო დროის პერიოდში გაფიცვა, ისინი მუშაოებენ. ხოლო დასვენების საათესბ გამოვიყენებთ გაფიცვისთვის“,- განაცხადეს მემანქანეებმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)