|
2018-06-03 17:18:38, 957 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: თუ მემანქანეები გაიფიცებიან, მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს
მემანქანეებს გაფიცვის კანონიერი უფლება არ აქვთ და იმ შემთხვევაში თუ მაინც გაიფიცებიან, თბილისის მთავრობა კანონის ფარგლებში იმოქმედებს- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით გაზრდა შეუძლებელია. „მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს არ არის ჩემთან მიმართებაში საუბარი. ისინი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან დედაქალაქის მოსახლოებას, 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება და ეუბნებიან, რომ 1400, 1600, 1800 ლარი მათთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ. გარდა მემანქანეებისა, ჩემთან დაახლოებით 24 000 ადამიანი მუშაობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, იგივე თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, ადამიანები რომლებსაც ოთხჯერ დაბალი ხელფასები აქვთ, მათ რა უნდა ვუპასუხო. ამიტომ, მე არ და ვერ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემ ქალაქს და დააზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში"- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცნონ არასამუშაო საათებში, თუმცა აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხვალ ისინი არაპროდუქტიულები იქნებიან და შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებენ. ეს კი მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას გამოიწვევს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)