|
2018-06-03 16:10:48, 1221 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა. მისი თქმით, მისი ადგილი იქ არის სადაც მისი შვილის მეგობრები დგანან. სარალიძემ ყველა მხარდამჭერებს და პოლიტიკურ პარტიებს გამოსვლისკენ მოუწოდა. „ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ სამართლიანობა აღდგეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი დამიდგება გვერდით, თუ ჩემნაირი გლეხი. დღეს ვნახავ, რამდენი ადამიანი მოვა აქ და რამდენს შესტკივა მოკლულ ბავშვებზე გული. მთელი საქართველოს საყურადღებოდ! დღეს საღამოს დავინახავ აქ, რამდენი ადამიანი მოვა სამართლიანობის აღსადგენად. აქ ვუსმენ რაღაცებს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ ვარ. თუ მე დავინახავ იმ ადამიანების გვერდში დგომას, ვინც ამბობდა, რომ შორს პოლიტიკა - აქ ველოდები 19:00 საათზე. ჩემთვის არ აქვს მნიშნელობა პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის ჩემი დაინტერესება. მთავრობის გადადგომას ვითხოვ, რადგან ეს სისტემა მათი შექმნილია. ამ მკვლელობას ხელისუფლება მფარველობდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ერთი შოთაძე გადადგეს და მეორე მოვიდეს. დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)