|
2018-06-03 10:24:04, 1261 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართება
ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართება. აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი და ის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება. ამასთან, 15:00 საათისთვის აქციას გეგმავს სტუდენტების ნაწილიც, რომელიც პარლამენტთან გუშინ მიმდინარე აქციას გაემიჯნა. სტუდენტები გუშინ იმ სკოლასთან შეიკრიბნენ, სადაც გარდაცვლილი მოზარდები სწავლობნენ. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და იზიარებენ მის მოთხოვნას ყველა დამნაშავის დასჯასა და სისტემური დამნაშავეების გამოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების მცდელობებს, ოჯახური ტრაგედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების თაობაზე. სტუდენტების თქმით, მათთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებიც გამოდიან. ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე იგეგმება. გვიან ღამით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)