|
2018-06-02 20:27:01, 1230 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო მოკლული მოზარდების მშობლებისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქისა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია. „ა.წ. 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, – მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია. P.S. შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)