21:51 - 11 Nov, 2026
|
2018-06-02 19:24:22, 1067 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს
პარლამენტთან, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნულის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების კორდონი გაძლიერდა. ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)