|
2018-06-02 17:38:20, 1169 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო - რუსთავში ქუჩების დატბორვის გამო, თბილისიდან დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა
რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ამ დროისთვის რუსთავში მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი და სამაშველო ტექნიკა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რუსთავში რამდენიმე საათია აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორიებიდან გაყვანილია წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი. ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს. მეხანძრე - მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ ასევე მარნეულში, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)