|
2018-06-01 19:55:36, 1606 ნახვა
საზოგადოება
ხმაური ფილარმონიასთან - „ქართული მარშის“ აქციაზე 10-ზე მეტი პირი დააკავეს
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ქართული მარშის“ წევრები იკრიბებიან ინციდენტი მოხდა. ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მისვლამ „მარშის“ ერთ-ერთი მხარდამჭერის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. „კიდევ აქ მოეთრევიან ეს ფაშისტები, უსინდისოები. თქვენ გამო დაიჭირეს ჩვენი უდანაშაულო ბიჭები“, - მიმართა ქალბატონმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს. ამის შემდეგ ქალბატონი დააკავეს. გარდა ამისა, ადგილზე პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა, მათ შორის: რამაზ გაგნიძე, იოსებ ხიმშიაშვილი, კოკა მორგოშია, გურამ ქართველიშვილი, მაია მახაშვილი და ტრისტან წითელაშვილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება უმიზეზოდ ხდება, რათა აქციის გამართვის საშუალება არ მიეცეთ. ცნობისთვის, „ქართული მარშის“ წევრები ამბობენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მათივე თქმით, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან და ეს მათთვის მიუღებელია. სწორედ აღნიშნულის გამო მართავს „მარში“ კონტრაქციას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)