|
2018-06-01 16:30:54, 1308 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია: ზაზა სარალიძეს აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების მიმართ რწმენა დაკარგა
“ბატონ ზაზას აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ლომჯარია აცხადებს, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომელიც საქმეზე კითხვებს არ დატოვებს. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას, არის ბევრი დეტალი საქმეში, რაც ეჭვს იწვევს, ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების მეშვეობით, მიტინგის მეშვეობით არის რთული. ამიტომ ამ ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს, ყველა გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო პირის მონაწილეობას ამ საქმეში, გამოძიება სჭირდება. ბატონ ზაზას აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ. ჩემი პოზიციაა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ამიტომ გამოძიება უნდა განხორციელდეს, თუმცა გამოძიებამ კითხვები არ უნდა დატოვოს, ისე, როგორც წარმოებულმა გამოძიებამ დატოვა“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან აქცია „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს. ადგილზე ამ დროისთვის ასობით ადამიანია და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. დღეს პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)