|
2018-06-01 16:11:50, 1232 ნახვა
საზოგადოება
სანდრა რულოვსი: რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ის, რომ გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, ოჯახისთვის ამ ფაქტს უფრო ამძიმებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და პარლამენტის წინ მივიდა. როგორც ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, ძალიან ცუდია, რომ სამართლიანობის აღდგენას გამოძიების დარღვევებით ჩატარება უშლის ხელს. „ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან, მოითხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ სისხლიანი გარჩევების ინსტიტუტი შეიცვალოს, ასევე ადამიანები დანით და მუშტებითთ არ არკვევდნენ საქმეებს. ამაში ოჯახს, აღზრდას და სკოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებ, ეს ყველაფერი კი გრძელვადიანი პროცესია“, – აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)