|
2018-06-01 13:59:59, 1146 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ბორდიური მოეწყო და ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. საზგაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ათეულობით წელია, რაც ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა, მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა, თუმცა მოსახლეობისთვის ქუჩაზე გადაადგილება ძალიან გართულდა. გზის შეკეთების დასრულების შემდეგ, ქუჩის დაზიანებული ნაწილი მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. აღნიშნული ქუჩის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ქანობიან მონაკვეთზე კი 300 კვ.მ-ზე კი ბეტონის გზა მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)