|
2018-06-01 13:17:46, 1024 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის წარდგენა ჰონგ-კონგში
ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა "Vinexpo HK- 2018" გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი. ქართული კომპანიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე მოიძიონ ახალი იმპორტიორები, დაამყარონ ბიზნეს-ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან წელს გამოფენაში მონაწილოებდნენ კომპანიები: „ჯიმშერი", „ასკანელი ძმები", „GWS", „შატო მუხრანი", „ბესინი", „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „მეღვინეობა ხარება", „ზეარისი", „თელიანი ველი", „ჩიგოგიძე ვაინსი", „თბილღვინო", „შპს ქინძმარაული" და „კორპორაცია ქართული ღვინო". ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჰონგ-კონგის „Vinexpo HK" წელს მე-20-დ გაიმართა და ის ღვინის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენად ითვლება, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ექსპორტი და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)