|
2018-06-01 01:45:27, 1351 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილი: სკამზე ჩაბღაუჭებული გარეწარი ვნახეთ პრემიერის სახით
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მმიისტრს გიორგი კვირიკაშვილს გარეწარი უწოდა. როგორც ელისაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ქვეყნის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმით აქამდე უნდა დაინტერესებულიყო. „შე დალოცვილო, 6 თვე რომ ეს კაცი დადის ინსტანციიდან ინსტანციაში ან თუნდაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ან სხვები, აქამდე ტელეფონის ნომერი ვერ გაიგო, მადაგასკარზე ცხოვრობს ეს ხალხი და თვითონ ავსტრალიაშია, თუ როგორ არის ეს ამბავი? გარეწარი არის კვირიკაშვილი და ყველაფერთან ერთად იდიოტია. გამოვიდა კიდევ რაღაცებს ბოდავდა აქ, რომ შსს-ს დაუბრუნა. აქამდე ვინ იძიებდა. აქამდე რატომ არ დაინტერესდა, რომ ჩაფარცხვა მიდიოდა საქმის. ეს კაცი რომ გამწარებული იდგა იქ, რატომ ერთხელ არ დაურეკა და არ უთხრა, რომ მოდი, ერთი ამიხსენი, რაშია საქმე. შვილები ხომ გყავს, შე დალოცვილო, რომ დასკუპებულხარ მანდ და მილიონებს ატრიალებენ, სკამზე ჩაბღაუჭებული გარეწარი ვნახეთ პრემიერის სახით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)