|
2018-05-31 18:20:26, 1363 ნახვა
საზოგადოება
„სარალიძის კითხვებზე პასუხი ძალიან ცინიკურია“ - მთავარ პროკურატურასთან საქართველოს პირველი ლედი მივიდა
მთავარი პროკურატურასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აქციას მართავს, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა, როგორც ჩიჩუამ განაცხადა, მან აქციაზე მისვლით თავისი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა. პირველმა ლედიმ მიმდინარე პროცესებს ცინიკური უწოდა. "აქ მოვედი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი დავაფიქსირე. დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება უსამართლობამ გააერთიანა და ვფიქრობ, რომ ჩემს ადგილას, ყველა ნორმალური ადამიანი და ყველა მოქალაქე ასე მოიქცეოდა. როგორც დედამ, რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე ეს ამბავი. რამდენი ხანია ვუყურებ ამ გაუგებრობას, ასე რომ ვერ გავჩერდი სახლში. დუშეთიდან ჩამოვიდა, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ სადაც უნდა ვუყო და ჩემს მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. ვხედავ, რომ ადამიანი რომელსაც შვილი მოუკლეს ასე ტრაგიკულად არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მას აქვს ძალიან ბევრი კითხვები. მას აქვს ეჭვები, რაზეც პასუხი ძალიან ცინიკური და უცნაურია. მე არ ვარ პროფესიონალი ამ საქმის არ ვარ პროკურორი, მაგრამ მე ვხედავ რომ ეს უსამართლობის განცდა ემუქრება ყველას. ეს ამბავი უნდა გაირკვეს ბოლომდე რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უშფოთველ გარემოში“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)