|
2018-05-31 13:27:18, 1060 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძე წარადგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გაგი ბუაძის კანდიდატურა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. კახა კალაძის თქმით, გაგი ბუაძეს ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. „ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გაგი ბუაძის კანდიდატურა. ის ბოლო პერიოდში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად. გაგი ბუაძე პროფესიით ფინანსისტია, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ენერგეტიკაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, აღნიშნული კანდიდატურა კანონის შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება. „კანდიდატურის დამტკიცებაზე იმსჯელებენ და იმედია, ეს საკითხი საკრებულოს მიერ დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)