|
2018-05-26 18:44:37, 1571 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ გამოფენას დაესწრო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ გამოფენას დაესწრო, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100-წლისთავს ეძღვნება. იუსტიციის მინისტრთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი. გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ფრანგი დიპლომატების თავლით დანახულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას - დაეთვალიერებინათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაციის ასლები. მათ შორის - ქართული დიასპორის ფრანგულენოვანი მიმოწერა, დეპეშები, ნოტები, საგაზეთო სტატიები, თარგმანები, რუკები. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)