|
2018-05-26 16:19:30, 1555 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ ბრენდირებული ქართული ღვინო და ტკბილეული დაურიგა. ,,პირველ რიგში გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველოს ყველა აეროპორტი, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ამ დღეს საზეიმო განწყობით და საგანგებოდ გაფორმებული ხვდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩვენ გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრენდირებული ქართული ღვინოები და ტკბილეული დავურიგეთ",-განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)