|
2018-05-26 11:37:20, 1323 ნახვა
საზოგადოება
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიულ საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც აღნიშნავენ
17:10 წუთზე,ზუსტად იმ დროს, როცა,ნოე ჟორდანიამ, 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ამერიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობასთან და საქართველოს მოსახლეობას მიულოცავენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავს და დამოუკიდებლობის გამოცხადებას. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში ნათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. საგარეო უწყების ცნობით, სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. თურქეთში, ქალაქ ანკარაში განათდება ე.წ. "ანკარის ტყუპი ცათამბჯენი", ასევე განათებული იქნება საუდის არაბეთში რიადის ორი ცათამბჯენი, კორეაში სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)