|
2018-05-25 21:17:15, 1453 ნახვა
საზოგადოება
გაერომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოსცა
გაეროს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკები შოთა რუსთაველის დაბადების 850-ე წლის იუბილეს მიეძღვნა. გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმო თარიღები აღინიშნება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნება ქვეყნების ეროვნულ-კულტურულ მახასიათებლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას საქართველოს თემატიკაზე, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა. აღნიშნული მარკების თემატიკის და დიზაინის შესამუშავებლად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. მის შემუშავებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)