|
2018-05-25 13:11:40, 1489 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 26 მაისს მრავალფეროვან საიუბილეო ღონისძიებებს გეგმავს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღსანიშნავად დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გეგმავს. საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება ასი პოსტერისგან შემდგარი გამოფენა „პოსტერი 100“, რომელიც საიუბილეო თარიღს ეძღვნება. რუსთაველის თეატრის წინ განთავსდება მოცულობითი ლოგო „100“, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი, ხოლო ოპერის შენობის წინ მოეწყობა ინსტალაცია „100“ - მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით. ძველი კინოთეატრი გაცოცხლდება ოპერის მიმდებარედ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატური რეკვიზიტი: ძველი ქართული ფილმების კადრები, აფიშები, სკამები, ფორტეპიანო. ამავე სივრცეში, სხვადასხვა ძველ ფილმთან ერთად წარმოდგენილი იქნება 25-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით „1918-2018“. პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა არაერთი სივრცე საბავშვო აქტივობების, კონცერტებისა და თამაშებისათვის. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, ასევე, გაიმართება საკარნავალო მსვლელობა - "ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი. პერფორმანსს სასულე ორკესტრი გააფორმებს. რუსთაველის გამზირზე, ასევე, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, რომელიც, გარდა მცენარეების გამოფენისა, მწვანე გაკვეთილებსაც მოიცავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს ბოტანიკური ბაღი. საიუბილეო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და გრანდიოზული გალა კონცერტით დაიხურება, რომელიც 21:00 საათზე ვარდების მოედანზე გაიმართება. გალა კონცერტის სცენა, წინა წლებისგან განსხვავებით, აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ. ასევე, გასული 100 წლის სხვადასხვა პერიოდის აღსაქმელად განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)