03:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 12:33:13, 1331 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ექსპერტებისაგან რეკომენდაციები მიიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ერთკვირიან სწავლებაში, რომელიც საფრანგეთში, ქ. ლიონში ჩატარდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სწავლებას, ორგანიზება გაუწია სურსათის, ცხოველთა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის უმაღლესი განათლების ინსტიტუტმა (VetAgro-Sup). სწავლებას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექპსერტები ესწრებოდნენ, ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+”AG-LAB-ის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო 17025:2005; ისო 9001:2015; ohsas 18001) და ხარისხის მენეჯმენტის შესახებ საქართველოს გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტებისაგან რეკომენდაციები მიიღეს.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2013 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის (9001:2008) სერტიფიკატს. მენეჯმენტის სისტემის დანიშნულებაა - მართოს სისტემის ყველა კომპონენტი იმგვარად, რომ სისტემის შედეგი იყოს ოპტიმიზირებული და შეძლოს მიაღწიოს მის დანიშნულებას. ეს არის არის ერთ-ერთი გარანტი ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის და კვლევის შედეგების ვალიდურობისათვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics