|
2018-05-24 12:21:06, 1396 ნახვა
საზოგადოება
OIV-ის მაგისტრანტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან. 18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვივნენ ქართლს, კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. OIV-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ შემდეგ კომპანიებს: „ორი მარანი“, „შუმი“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „მევენახეობა ვაზიანი“, „წინანდლის მეღვინეობა“, „ბაგრატიონი-1882“, „შატო მუხრანი“, ასევე ექვევრე ზაზა კბილაშვილს. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა. თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან. OIV-ის მაგისტრანტები უკვე მესამე წელია სტუმრობენ საქართველოს. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველო სასწავლო პროგრამის სავიზიტო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან ჩართო.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)