|
2018-05-24 11:59:10, 1216 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემას წარმოადგენდა - საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლიდან დღემდე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ. თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით, დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტაჟირება გაიარონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)