|
2018-05-24 11:22:05, 1151 ნახვა
საზოგადოება
სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება
მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დედაქალაქს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, 11-დან ცხრა შენობაში ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პრობლემები არსებობს. მისივე თქმით, ბავშვებმა სკოლამდელი განათლება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უნდა მიიღონ, რისთვისაც თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)