|
2018-05-24 10:47:27, 1078 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისში რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა. მისი განაცხადებით, დედაქალაქში არის ქუჩები, სადაც ავტობუსები საერთოდ არ მოძრაობენ, ან ხშირ შემთხვევაში, მოცდის ინტერვალი ძალიან დიდია. თბილისის მერის თქმით, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებებით, აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი, საბოლოოდ მოგვარდება. „სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს. დღეს განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს. გვაქვს კონკრეტული რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი. როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს ავტობუსების მარშრუტების ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება დაავალა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა. ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება შვიდი ახალი მარშრუტი, შეიცვლება ხუთი მარშრუტი, 13 მარშრუტს დაემატება ავტობუსები, ხოლო სამ მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)