|
2018-05-24 10:30:25, 1207 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის სპეციფიკა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ახალგაზრდებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალი იურისტების ინფორმირება სააგენტოში მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, რამდენადაც ეს ინფორმაცია მათ დაეხმარება სამომავლოდ, საჯარო რეესტრთან დაკავშირებული საქმიანობის უკეთ წარმართვაში. მომავალი იურისტები გაეცნენუძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. მათ ასევე,ინფორმაცია მიიღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის, მათ შორის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შესახებ. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება, ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს წარმატება. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)