|
2018-05-23 22:29:15, 1443 ნახვა
საზოგადოება
შსს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები 26 მაისს, ღონისძიებების დასრულებისთანავე მოიხსნება. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით. გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამოსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. 23 მაისს, ღამის 03:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებზე. 24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)