|
2018-05-23 21:18:21, 1617 ნახვა
საზოგადოება
ქვეწარმავლები თბილისში - მიმდინარე თვეში „112“-ში 200 შეტყობინება დაფიქსირდა
თბილისში გველებთან დაკავშირებით, გამოძახებების რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეწარმავალთან დაკავშირებით „112“-ში 233 შეტყობინება შევიდა, აქედან 200 მაისში. სულ მონიტორინგის თანამშრომლებმა 118 ქვეწარმავალი იპოვნეს და ისინი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ქვეწარმავალზე გამოძახებები კიდევ უფრო გაიზარდოს, რის გამოც ისინი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ამასთან, თბილისში გუშინ გველის კბენის შემთხვევაც დაფიქსირდა. ორხევის დასახლებაში გველმა შუახნის მამაკაცს უკბინა. დაშავებულის ახლობლებმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს გაუკეთეს შესაბამისი გამოკვლევები და ანალიზი, რის შედეგაც ექიმებმა ის ბინაზე გაწერეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)