|
2018-05-23 17:54:04, 1306 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები ვაჟა-ფშაველას II კვარტალში დაიწყო, სადაც შიდა გზების რეაბილიტაცია N9გ კორპუსთან და N12, N18 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. აღნიშნულ მისამართებზე - 650 მ2 და 1000 მ2 ფართობების მონაკვეთებზე, ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, 56 000 ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოები ასევე ბაგებში, სტუდქალაქიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდამდე ხორციელდება. რეაბილიტაციის შედეგად, 1000 მ2-ზე მეტი ფართობის გზა შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 61 400 ლარს შეადგენს. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორივე შემთხვევაში, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)